აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „ბოლო ორი კვირის მოცემულობით, ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან უკრაინას ამ დროის განმავლობაში არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია.“
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, კრამერი აცხადებს, რომ ეს სიტყვები „ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ეს სამარცხვინოა“.
უკრაინამ რუსეთის შეტევა 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია – გენშტაბი
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუჰანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში.
„თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს.“ – განაცხადა დევიდ კრამერმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის თავმჯდომარის განცხადება გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემაც გაიმეორა და თქვა, რომ „რუსეთი ომში გაცილებით წინ არის წაწეული.“
ამავე თემაზე:
„კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს“ – ხათუნა სამნიძე