11 თებერვალს, ქარდი ბიმ მეორე სტუდიური ალბომის – Am I the Drama? მხარდასაჭერი ამერიკული ტურნე დაიწყო. Little Miss Drama Tour-ის გამხსნელ კონცერტზე რეპერმა ახალი დისკის სიმღერები და შემოქმედების ჰიტები, მათ შორის – Money, Press, Up და Bodak Yellow შეასრულა.
შოუს მსვლელობისას ჰიპ ჰოპ არტისტმა სცენიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიგრაციული პოლიტიკისა და საიმიგრაციო სამსახურის (ICE) თანამშრომლებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი მის გულშემატკივრებს ვერ შეეხებოდნენ.
„თუ ICE აქ შემოვა… ისინი ჩემ გულშემატკივრებს ვერ წაიყვანენ” – განაცხადა შემსრულებელმა.
აღსანიშნავია, რომ ქარდი ბი ერთ-ერთია იმ არტისტებს შორის, რომლებიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან და მას საჯაროდ აკრიტიკებენ.
ცნობისთვის, მასშტაბური კონცერტების სერიით, რეპერი ამერიკელი მსმენელის წინაშე, 17 აპრილის ჩათვლით წარდგება. Little Miss Drama Tour ქარდი ბის მეორე ამერიკული გასტროლია. პირველად ის ტურნეში 2019 წელს იმყოფებოდა.