LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამური სახელმწიფოს” წევრები ეგვიპტეში სასტუმროს თავს დაესხნენ

98

ეგვიპტეში, ჰურგადაში სასტუმროს შეიარაღებული პირები, სავარაუდოდ – „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დაესხნენ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შედეგად სამი ტურისტი დაიჭრა.

დანებით შეიარაღებული თავდამსხმელები სასტუმრო Bella Vista-ს რესტორანში შეიჭრნენ. სამივე დაზარალებული, ორი ავსტრიელი და ერთი შვედი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდამსხმელები პოლიციამ მოკლა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა საკუთარი დაჯგუფების დროშა გაშალეს და ტურისტები მძევლად აეყვანა სცადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები