ისრაელში ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ “ფეისბუკზე” ორგანიზაცია “ემიგრანტის იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე წერს.
მისი თქმით, ამის შესახებ გარდაცვლილი მამაკაცის დედამ მისწერა, რომელიც შვილის საქართველოში გადმოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.
გარდაცვლილი ემიგრანტი 31 წლის მიხეილ სულაძეა. ის ცხრა წელია ისრაელის მოქალაქეა და ამჟამად ბათ-იამში, თელ-ავივის რაიoნში ცხოვრობდა, ოჯახისგან მოშორებით.
მისი დედის, კატერინა წიკლაურის ინფორმაციით, გამოძიების ვერსიით, მკვლელობა პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ჩაიდინა.
“ეს ვერსიაა მხოლოდ, გამოძიება მიმდინარეობს. იმ ქალს, ვისზეცაა საუბარი, არ ვიცნობ,” – განაცხადა “ფორტუნასთან” მოკლულის დედამ.
მისივე ინფორმაციით, მკვლელობა 1-ელ იანვარს მოხდა, თუმცა ოჯახმა ამის შესახებ პოლიციისგან 4 იანვარს შეიტყო, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი სამსახურში არ გამოცხადდა.
კატერინა წიკლაური ამბობს, რომ მამაკაცი 6 იანვარს, ისრაელში დაკრძალეს. ის შვილის საქართველოში გადმოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

