საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელში საქართველოს საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება და მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს თანამოქალაქეებთან.
მისივე განცხადებით, საქართველო გმობს სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა.
შესაძლებელია, დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით: საქართველოს საელჩო ისრაელში
“ძალიან გვაღელვებს ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.