კორონავირუსის პანდემიის გამო პირველად აშშ-ის ისტორიაში ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.
CNN- ის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა ვაიომინგის შტატში გამოაცხადა, რომელიც გახდა რიგით 50-ე შტატი, სადაც მსგავსი ზომებია მიღებული.
გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ – ნახევარ მილიონს.
აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.