LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში პირველად – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს

156
2024-10-16_00-06-53_537921

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი ოფში გავიდა.

გამოუყენებელი მომენტებისთის ჩრდილოეთ მაკედნიის ნაკრებმა, რომელმაც მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, 52-ე წუთზე დაგვსაჯა. სწრაფი კომბინაცია ფისნიკ ისაკმა დააგვირგვინა და სტუმრები დააწინაურა.

საქართველოს 21-წლამდელთა გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 61-ე წუთზე სტუმართა მეკარემ ლაშა ოდიშარიას დარტყმა მოიგერია, მაგრამ მალე ვასილიოს გიორდეზიანმა მიზანს მაინც მიაღწია – 1:1.

71-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა. [პირველი არხი].

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g