LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული, 2.8 მილიარდ ევროიანი ნახევარფინალი: ესპანეთი საფრანგეთის წინააღმდეგ

108
ნახევარფინალი

14 ივლისს, არლინგტონში (ტექსასი), საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დაგეგმილი მატჩი არა მხოლოდ საფეხბურთო სანახაობა, არამედ, საბაზრო ღირებულების თვალსაზრისით, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ნახევარფინალია. ორივე გუნდის შემადგენლობის ჯამური ფასი 3.2 მილიარდ აშშ დოლარს (2.8 მილიარდ ევროს) შეადგენს.

Transfermarkt-ის უახლესი მონაცემებით, საფრანგეთის ნაკრების ღირებულება, დაახლოებით, 1.78 მილიარდი აშშ დოლარი (1.56 მილიარდ ევრო), ესპანეთის კი – 1.43 მილიარდი აშშ დოლარია (1.25 მილიარდ ევროა).

აღნიშნული ფინანსური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი წილი რამდენიმე კონკრეტულ მოთამაშეზე მოდის. „ბარსელონას“ ვარსკვლავი იამალი, რომელსაც მატჩის წინა დღეს 19 წელი შეუსრულდა, ტურნირზე დარჩენილ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულია და მისი ფასი, დაახლოებით, 234 მილიონ აშშ დოლარს (205 მილიონ ევროს) შეადგენს. მას მცირედით ჩამორჩება მბაპე – 211 მილიონი აშშ დოლარით (185 მილიონი ევრო). შემდეგ მოდიან მაიკლ ოლისე და პედრი – თითოეული 176 მილიონ აშშ დოლარადაა (154 მილიონი ევრო) შეფასებული.

მატჩი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება. სიმბოლურია, რომ ეს თამაში საფრანგეთისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს – ბასტილიის აღების დღეს ემთხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები