LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორიული მნიშვნელობის, გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ოღონდ ეს ხელისუფლება გაჩერდეს – ეს იქნება ბორელის მთავარი გზავნილი“ – რომან გოცირიძე

158
რომან გოცირიძე ბორელზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ჩამოსვლა, ნიშნავს, რომ ევროკავშირს არ სურს საქართველო გაწიროს, პრორუსული ხელისუფლების გამო ევროინტეგრაციის გზას ჩამოსცილდეს და უკრაინასა და მოლდოვას, კიდევ უფრო მეტად დაშორდეს.

გოცირიძემ ბორელის შესაძლო გზავნილზე პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„მესიჯი“ იქნება – თუ რეკომენდაციებს არ ასრულებ, ჯანდაბას, შეიძლება თვალი დავხუჭოთ და სტატუსი ავანსადაც მოგცეთ, მაგრამ საშინელებებს ნუ სჩადიხართ – ნუ უცხადებ პრეზიდენტს იმპიჩმენტს ევროპაში ვიზიტის გამო, ნუ იღებენ „აგენტების შესახებ“ კანონს, ნუ გაქვთ ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკა, ანტიუკრაინული განწყობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ჩვენ წელგამართულები ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით“ - გია ვოლსკი ჯოზეფ ბორელის ვიზიტზე

ევროკავშირის უმაღლეს კომისარი ჯოზეფ ბორელი დღეს საქართველოში ჩამოვა. 

მანვე აღნიშნა, რომ, „თუ რეკომენდაციებს არ ასრულებენ და ითქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული, საქმეს მაინც ნუ გააფუჭებენ – გაჩერდნენ!“

„ისტორიული მნიშვნელობის, გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ოღონდ ეს ხელისუფლება გაჩერდეს. ეს იქნება ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილი“. – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით უსუფაშვილი: ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება, რადგან ჩვენ ევროკავშირში გვინდა, ესმით ხალხის სურვილი და ბარიერად აღმართული „ოცნება“ ამ პროცესს ვერ შეაფერხებს

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g