LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მოვლენა – ტეილორ სვიფტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეიყვანეს

144
photo-collage.png (5)

ტეილორ სვიფტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის წლევანდელ ლაურეატთა შორის დასახელდა. შედეგად, სვიფტმა კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია, ვინაიდან 36 წლის ასაკში პირველი ახალგაზრდა ქალი გახდა, ვისაც წილად ეს პატივი ხვდა. ტეილორამდე რეკორდი კეროლ ბერს ეკუთვნოდა, რომელიც ამ სტატუსით დარბაზში 1987 წელს, 43 წლის ასაკში შეიყვანეს.

ამასთან, ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც კი დარბაზში ოდესმე შეუყვანიათ – სტივი უანდერია. მან ეს პატივი ოფიციალურად 33 წლის ასაკში, 1983 წელს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სვიფტი Songwriters Hall of Fame-ში უფლებამოსილების პირველივე წელს მოხვდა. დადგენილი წესის თანახმად, სახელგანთქმული სიმღერების კატალოგის მქონე კომპოზიტორს დარბაზში შესვლის კვალიფიკაცია პირველი კომერციული რელიზიდან, 20 წლის გასვლის შემდეგ ეძლევა.

სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის წლევანდელ ლაურეატთა შორის ასევე არიან: ალანის მორისეტი, ჯგუფ Kiss-ის წევრები – პოლ სტენლი და ჯინ სიმონსი და სხვები.

სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია, 11 ივნისს, ნიუ-იორკში გაიმართება.

ცნობისთვის, როგორც წესი, დიდების დარბაზში შედიან მხოლოდ ის მუსიკოსები, რომელთა კომპოზიციები პოპულარულია მთელ მსოფლიოში და აღიარებულია აშშ-ის პუპულარული მუსიკის ნაციონალური აკადემიის მიერ. Songwriters Hall of Fame 1969 წელს დაფუძნდა და ამჟამინდელი მონაცემებით, 500-მდე წევრს ითვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები