LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია… როგორ გრძელდება ცხოვრება შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

394
BeFunky-collage

თითქმის ორთვიანი კარანტინის შემდეგ, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შეზღუდვების შერბილების პროცესი დაიწყო.

დღეს იტალიაში 4.4 მილიონი ადამიანი საკუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.

 

დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც ქარხნების, საწარმოების, სამშენებლო კომპანიების და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მოხსნას ითვალისწინებს.

ობიექტების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ სოციალური დისტანცია. იტალიელებს საკუთარ საცხოვრებელ რეგიონებში უფლება მიეცათ საკუთარი ახლო ნათესავები მოინახულონ და სასეირნოდ გავიდნენ.

შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა სამგლოვიარო ცერემონიებზეც, მათზე მაქსიმუმ 15 პირს შეეძლება დასწრება.

 

 

რაც შეეხება ესპანეთს, დღეიდან გაიხსნა მცირე სასურსათო მაღაზიები და საპარიკმახეროები, რომლებიც კლიენტებს წინასწარი ჩაწერით მიიღებენ. ასევე, გაიხსნა კვების დაწესებულებებიც, საიდანაც საჭმლის წაღება იქნება შესაძლებელი.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

 

 

საპარიკმახეროები დღეს გაიხსნა გერმანიაშიც. ამასთან, რიგ რეგიონში სკოლების ეტაპობრივი გახსნა იწყება.

სპორტული დარბაზები, ბარები და რესტორნები კი დახურული რჩება.

 

 

პორტუგალიაში მუშაობა განაახლეს წიგნის მაღაზიებმა, ავტოსალონებმა და მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება. ამავდროულად, აქაც სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება.

 

ცნობისთვის, იტალია და ესპანეთი ევროპის პირველი ქვეყნები იყო, რომლებიც კორონავირუსისგან მძიმედ დაზარალდა. ესპანეთში, კორონავირუსის 245 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო იტალიაში 210 717.

მსოფლიო რეიტინგში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, ისინი აშშ-ის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g