950 მეღვინე მთელი მსოფლიოდან, 100-ზე მეტი მზარეული და კულინარიული პროდუქციის მწარმოებელი და მათ შორის სტუმრები საქართველოდან – ეს ყველაფერი იტალიის ქალაქ მერანოში იმართება. საუბარია ღვინის ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელიც მერანოში 8-12 ნოემბერს ჩატარდება და მასში პირველად კახეთი მიიღებს მონაწილეობას.
რეგიონის შვიდი ღვინის მარანი ფესტივალზე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას წარადგენს.
ღვინის ფესტივალი იტალიის ქალაქ მერანოში, 1992 წლიდან იმართება.