LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს

157
Capture

“დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან საკარანტინო პროცედურები უნდა გაიაროს.

ჯარში გაწვევა 13 აპრილამდე გადაიდო, სასწავლო პროცესი აპრილში განახლდება

"ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ერთიანობის დროა" - გიორგი გახარია.

“იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობაა. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება ოჯახს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსი ქართველ სტუდენტს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. საქართველოში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების 24 შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g