LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მარწყვის ფესტივალი გაიმართება

166

იტალიაში მარწყვის ფესტივალი გაიმართება. ქალაქ ნემში, რომელიც რომთან ახლოს არის, 2 და 3 ივნისს მარწყვის ფესტივალი SAGRA DELLE FRAGOLE ჩატარდება.

მარწყვის წყალობით ნემი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის ცნობილი. მარწყვის ფესტივალი აქ ყოველ წელს ტარდება. ტრადიციულად ის კონკურსით იწყება: ნემის მაცხოვრებლები ყველაზე ლამაზ აივანს ირჩევენ.

ასევე, მარწყვის ფესტივალის სტუმრებს მასტერ კლასები, ბაზრობები, მსახიობების გამოსვლები და რა თქმა უნდა ბევრი მარწყვი ელოდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები