იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 245-ს გადააჭარბა.
დაღუპულთა შორის ბევრი მცირეწლოვანია.
დაშავებულია 368 ადამიანი.
უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში გუშინ გამთენიისას მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა