LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქალები კონტრაცეპტივს უფასოდ მიიღებენ

127
shutterstock_174199502-800x450

იტალიაში ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ყველა ასაკის ქალისთვის უფასო გახდება. ამ გზით ნაკლებად უზრუნველყოფილ ქალებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში უნდა დაეხმარონ, წერს euro active.

მშვენიერი სქესის წარმომადგენლები შეძლებენ, რომ საჭირო მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ სრულიად უფასოდ მიიღონ. შერჩევის დროს სპეციალისტები პაციენტის ჯანმრთელობის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ასაკსაც გაითვალისწინებენ.

ამ დროისთვის იტალიაში ქალებს კონტრაცეპტივში 9-დან 24 ევრომდე (სახეობების მიხედვით) თანხის გაღება უწევთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამები იტალიის სხვადასხვა რეგიონში აქამდეც იყო, თუმცა რეგიონული ხასიათი არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები