LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი ბიზნესმენისათვის ჩამორთმეული საავტომობილო კოლექცია მთლიანად გაიყიდა

32

აუქციონის სახლის RM Sothebyʼs-ს მიერ მილანში გამართულ ვაჭრობაზე, 400-ზე მეტი ჩამორთმეული ავტომობილი გაიყიდა. აუქციონი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და ვაჭრობიდან შემოსულმა თანხამ 51 მილიონ ევროს გადააჭარბა.

სულ მილანში გასაყიდად 817 ლოტი იყო გატანილი. მათგან 423 ლოტი კი იტალიელი ბიზნესმენისათვის ჩამორთმეული ავტომობილი გახლდათ. ყველაზე ძვირად 1966 წელს გამოშვებული Ferrari 275 GTB/6 გაიყიდა, რომელშიც 3,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ღირებულებით მეორე ადგილი 2014 წელს გამოშვებულმა Maserati MC12-მა დაიკავა, რომელიც სამ მილიონ ევროდ გაიყიდა.

ჩამორთმეულ კოლექციაში 44 Ferrari, 72 – Porsche, 62 – Jaguar, 34 – Alfa Romeo, 29 – Lancia, 23 – Maserati, 18 – Ford და 17 – Mercedes-Benz-ი გახლდათ.

ათმა ადამიანმა სამი კვირა კატალოგის შედგენისთვის ფოტოების გადაღებას მოანდომა. ავტომობილების ტრანსპორტირებისთვის კი ვენეციიდან მილანამდე ასი სატვირთო ავტომობილი გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები