LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი, რომელიც თვითმფრინავზე უარის თქმის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, კომპენსაციას მიიღებს

106
7657

იტალიელი კლიმატოლოგი ჯანლუკა გრიმალდი, რომელიც მივლინებიდან სამსახურში თვითმფრინავით დაბრუნებაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს, ყოფილი დამსაქმებლისგან კომპენსაციას მიიღებს. სიახლის შესახებ LE monde წერს.

2023 წელს გრიმალდი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის პაპუა ახალი გვინეიდან გერმანიაში 5 დღის განმავლობაში ვერ დაბრუნდა. ამისათვის სპეციალისტს თვითმფრინავის გამოყენება მოუწევდა. არადა ამ დროისთვის უკვე 10 წელი იყო გასული რაც საჰაერო ტრანსპორტზე ეკოლოგიის გამო უარი ჰქონდა ნათქვამი.

თავიდან უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტი მუშაობდა, წყლით მგზავრობას დათანხმდა. თუმცა, სახმელეთო ტრანსპორტის გამო გაწელილმა მგზავრობამ დამსაქმებელი გააღიზიანა და ჯანლუკას თვითმფრინავით დაბრუნება მოსთხოვა. კლიმატოლოგმა უარი თქვა და ის სამსახურიდან გაუშვეს.

მისი თქმით, პაპუა-ახალი გვინეიდან ევროპაში 32 საათიანი ფრენა 5,3 ტონა მავნე გამონაბოლქვს უტოლდება. მიწაზე და წყალზე მოგზაურობა დაბინძურებას 420 კილოგრამამდე ამცირებს.

კლიმატოლოგის გათავისუფლება გახდა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანმა სამსახური ეკოლოგიაზე ზრუნვის გამო დაკარგა.

თავიდან სასამართლომ უნივერსიტეტის მხარი დაიჭირა. თუმცა, გრიმალდის აპელაციის შემდეგ საქმე კიდევ ერთხელ გადაიხედა. სპეციალისტი საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს და ამ თანხას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას მოახმარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები