LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ხელისუფლებამ BYD-ს, Tesla-ს და VW-ს ელექტროქარებით ტყუილში ადანაშაულებს

106
იტალიის ხელისუფლებამ BYD-ს, Tesla-ს და VW-ს ელექტროქარებით ტყუილში ადანაშაულებს

იტალიის ხელისუფლება BYD-ს, Tesla-ს და Volkswagen-ს ელექტროქარებით ტყუილში ადანაშაულებს. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ავტო მწარმოებელთა წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მიზეზი – არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკაა, ანუ წარმოების საკითხებში სიყალბე, რაც სვლის მარაგსა და გარანტიას ეხება ძირითადად. თუკი იტალიის ხელისუფლება თავის სიმართლეს დაამტკიცებს სამივე ავტო გიგანტს სერიოზული ჯარიმები ელოდება.

გამოძიების ინფორმაციით, სამივე ბრენდი მომხმარებელთა ადგილობრივ კოდექსს არღვევს. ვებ-საიტებზე განთავსებულია საერთო, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია სვლის მარაგის შესახებ, იმის დაზუსტების გარეშე, რომ ზოგჯერ ზოგიერთი ფაქტორები მაქსიმალურ ავტონომიურობაზე ახდენენ გავლენას.

იტალიის მთავრობას არ მოეწონა ის ფაქტიც, რომ საიტებზე არ არის „ზუსტი და სრული“ ინფორმაცია აკუმულატორის ცვეთის შესახებ, ასევე გარანტიის პირობების შეზღუდვებზე. საქმეში ჩაერთო ფინანსური პოლიციაც და თებერვალში აღნიშნული ბრენდების შტაბ-ბინები მოინახულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები