LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პრემიერ-მინისტრი კრონავირუსის კრიზისის გამო გადადგა

106
ჯოზეპე კონტე

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ინფორმაციას  „როიტერი“ ავრცელებს.

ამით ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას ხელ-ფეხი ეხსნება, რომ დაიწყოს ინტენსიური კონსულტაციები იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

იტალიის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერჯო მატარელამ კონტის სთხოვა, ძირითად პოლიტიკურ ლიდერებთან კონსულტაციების დასრულებისა და ახალი მთავრობის ფორმირებამდე, დროებით შეასრულოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობა.

შეგახსენებთ, იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტიამ „იტალია ვივამ“ დატოვა.

კოალიციური პარტნიორების უთანხმოების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და ეკონომიკური რეცესია გახდა.

იტალიაში კორონავირუსით 85 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. იტალია ბრიტანეთის შემდეგ ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რიცხვით მეექვსეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები