LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა – პრეზიდენტმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

82
იტალლლ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტია “ხუთმა ვარსკვლავმა“ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ არ დააკმაყოფილა. მატარელამ დრაგის მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს.

დრაგი, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტია, იტალიას 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები