იტალია უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს არ შეიძენს – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ლა სტამპა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, იტალია მხოლოდ მანამდე დაგეგმილ შესყიდვებს განახორციელებს.
მანამდე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ისა და ნატო-ს პროექტში, რომელიც ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შეძენას ითვალისწინებს.
გამოცემა „პოლიტიკომ“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც, ევროპელები ამერიკელებისგან შეიძენენ იარაღს უკრაინისთვის.