LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ქალაქი ახალ მოსახლეებს ფულს გადაუხდის

113
იტალიური ქალაქი ახალ მოსახლეებს ფულს გადაუხდის

იტალიაში ქალაქი ვარეზე ახალ მაცხოვრებლებს ეძებს და მზადაა, იქ გადასვლის მსურველებს 6000 ევრო გადაუხადოს. Varese News-ის ინფორმაციით, ფულის მიღების მსურველები ვარეზეში უნდა გადასახლდნენ და იქვე დასაქმდნენ.

თანხა სამ წლიან პერიოდზე გადანაწილდება. მთავარი პირობაა – ვარეზეს პროვინციაში ოფიციალური დასაქმება. მერიას იმედი აქვს, რომ ფინანსური მხარდაჭერა კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვაში დაეხმარება.

ქალაქს სამუშაო ძალის სიმცირე აქვს: ბევრი მიდის ისეთ ადგილებში, სადაც ხელფასები უფრო მაღალია – მაგალითად, შვეიცარიაში, გერმანიაში ან მილანში. ვარეზეში აღიარებენ, რომ უჭირთ ასეთი კონკურენციის გაძლება, ამიტომ ცდილობენ, საცხოვრებლად გადმოსვლა დამატებითი სტიმულებით უფრო მიმზიდველი გახადონ.

ვარეზე ერთადერთი ქალაქი არ არის იტალიაში, რომელიც ახალ მოსახლეებს ეძებს. ანალოგიური პროგრამები უკვე მოქმედებს კალაბრიაში, ტრენტინოში, სიცილიასა და სხვა რეგიონებში, სადაც ახალ მაცხოვრებლებს სხვადასხვა შეღავათებს და იაფფასიან საცხოვრებელს სთავაზობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები