საფრანგეთი აპირებს, რომ 15 წლამდე ბავშვებს სოც-ქსელების გამოყენება აუკრძალოს. სიახლის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა და ისიც დაამატა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ის ევროკავშირისგანაც ელის.
პრეზიდენტმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. საქმე ისაა, რომ ქალაქ ნოჟარ-სიურ-მარში 14 წლის მოსწავლე სკოლის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ქვეყნის პირველი პირი მსგავს შემთხვევებს სწორედ სოც-ქსელების და ზოგადად ინტერნეტის მავნე გავლენას უკავშირებს. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა იმოქმედოს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საფრანგეთში გავაკეთებთ. სოც-ქსელების მოხმარება ბავშვებისთვის ძალიან საშიშია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.