LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დავით მათიკაშვილის თავმჯდომარეობის საკითხს განიხილავს

matika

ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც თავმჯდომარის მოადგილეს დავით მათიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაევალება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მის ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს.

კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას და როგორც თავად თქვა, ამ გადაწყვეტილებით, შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები