LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენივე ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, ამხელა სიძულვილში რაიმე არ დაგემართოთ – ყველა თქვენი გამონათქვამი სიძულვილით არის გაჯერებული“ – დავით მათიკაშვილი თინა ბოკუჩავას 

134
Untitled design (8)

„ქალბატონო თინა, თქვენივე ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, ამხელა სიძულვილში რაიმე არ დაგემართოთ – ყველა თქვენი გამონათქვამი, სიტყვა სიძულვილით არის გაჯერებული – არ ვიცი, ამხელა სიძულვილს როგორ იტანთ,“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მათიკაშვილის რეპლიკა „პროკურატურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბოკუჩავას შეფასებას მოჰყვა.

კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ.

„ივანიშვილის ადვოკატი გენპროკურორი იყო – არც მას ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება და პარლამენტში რაღაც ნაყიდი დიპლომით მოვიდა.

მესმის, რომ დიპლომის არქონა ცოტა მტკივნეული საკითხია, მაგრამ რატომ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ ადამიანებს უმაღლესი განათლების დიპლომი არ ჰქონდეთ?

პრაქტიკანტების მთელი არსი ხომ ის არის, რომ შემდეგ სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები