„იუთუბმა“ ცოტა ხნის წინ ახალი წესები გაავრცელა. ვიდეოპორტალი ვაქცინებთან დაკავშირებულ ცრუ კონტენტს სრულად წაშლის.
„იუთუბი“ თვლის, რომ პლატფორმიდან ყველანაირი დეზინფორმაციის გაქრობა შეუძლებელია, თუმცა ისეთი ანტივაქსერული არხები, რომლებსაც დიდი აუდიტორია ჰყავდათ, უკვე წაშლილია.
ცნობისთვის, ისეთი ვიდეოები, სადაც ადამიანები ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს, კიბოს, უნაყოფობას და სხვა დაავადებებს სრულად წაიშლება.