LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე მაჭავარიანი: „გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები, ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო – ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, რამდენიმე კვირის წინ, რაც გააქტიურდა ეს საკითხი“

105
ივანე მაჭავარიანი

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განვუმარტე, რაც რეალობა იყო. ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

„მე ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, რაც გააქტიურდა ეს საკითხი. მანამდე მე წარმოდგენა არ მქონდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კითხვაზე, თქვენ ეს ამბავი გაიგეთ მხოლოდ დადგმის შემდეგ? მაჭავარიანმა უპასუხა: „დადგმის შემდეგ არა, გავიგე რაც მედიაში გაჩნდა, ახლა, რამდენიმე კვირის წინ. მე წარმოდგენა არ მქონდა“.

კითხვაზე, სწორი იყო თუ არა გახარიას ქმედება, მაჭავარიანმა უპასუხა: „შეფასებებს არ ვაკეთებ“.

შალვა პაპუაშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გახარიაზე – როდესაც ასე თვითნებურად იქცევა მინისტრი, რა თქმა უნდა, უკვე ეჭვებია, რადგან ასეთ თავხედობაზე ადამიანი ადვილად არ წავიდოდა – როგორც ჩანს, აქაც მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული

პაპუაშვილის თქმით, მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ეს ნაბიჯი არ იყო შეთანხმებული არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან.

კითხვაზე, გახდება თუ არა მისი ჩვენება გიორგი გახარიას დაკავების მიზეზი, ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ „წარმოდგენა არ აქვს“.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ :„გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა – პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g