LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, მატარებლის მძღოლია, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ერთადერთი შეუძლია ხაშურში გააჩეროს – გოცირიძე

79
BeFunky-collage (4)

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, რომან გოცირიძე “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ 9 დეპუტატი, რომელსაც ხელისუფლება არ ემიჯნება, მეტიც, ამბობს, რომ სხვაობა მათთან შინაარსობრივ საკითხებზე არ აქვთ, ყველანაირ საზღვარს გასცდა.

სუბარი: ევროკავშირში გაწევრიანება სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას გულისხმობს.. როცა ელჩი თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს, მერე მოდის და გეუბნება, რომ აუცილებლად უნდა ჩაერთო ომში

რომან გოცირიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი უკვე ვეღარ აცნობიერებს, თუ რა სახიფათო თამაშშია.

“ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან კავშირზე დამაბნეველია” – დეგნანი “ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე

“ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ეს ლიანდაგი ევროპისკენ მიდის და ივანიშვილის მასშტაბის მქონე ადამიანები მას ლიანდაგიდან ვერ ამოაგდებს, ერთადერთი შეუძლია დააჭიროს მუხრუჭს და გააჩეროს ხაშურში.

მას შეუძლია მხოლოდ შეაფერხოს ევროინტეგრაცია, მაგრამ ამის საპასუხოდ, მიიღებს დარტყმას როგორც ამომრჩევლისგან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან.

იმდენად დაბრმავებულია შვეიცარიულ ბანკთან დავით, ვერ აცნობიერებს, რომ ყველა ზღვარი გადალახა. ასე რომ, მას სანქციები ვერ ასცდება.

მას დიპლომატიური არხებით პირდაპირ თუ ირიბად ეტყვიან ამას, საჯაროდ პოლიტიკოსები ამბობენ და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ისევე როგორც ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომ ოლიგარქია და სანქციებია გამოსაყენებელი. ის ვერ ასცდება სანქციებს თუ არ გააცნობიერა რა სახიფათო თამაშს ეწევა და ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი ინგრევა,”- განაცხადა გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები