LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანკა ტრამპის ზღაპრული „ლუქი“, რომელიც ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბის რეპლიკაა და რომანტიკული ცეკვა მეუღლესთან

467
Untitled design (15)

დღის მთავარი თემა კვლავ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელი ინაუგურაციაა, რომელსაც მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. პირველი ლედის, მელანია ტრამპის დახვეწილი „ლუქების“ შემდეგ, დონალდის ქალიშვილის, ივანკას იმიჯსაც გადავხედოთ, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია.

ფოტო/ვიდეო: პრეზიდენტისა და პირველი ლედის სადღესასწაულო ცეკვა და ნაზი ამბორი – რა აცვია მელანიას

პრე­ზი­დენ­ტის 43 წლის ქა­ლიშ­ვი­ლს სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო მეჯლისზე „ჟი­ვან­შის“, 1954 წლის კაბის რეპლიკა ამშვენებდა. ეს გახლდათ თეთრი კაბა, შავი, სადა ყვავილების ნაქარგებით. აღნიშნულ იმიჯს მას 5900 დოლარიანი ჩანთა შეუხამა.

აღსანიშნავია, რომ ეს კაბა პირველად ლეგენდარულმა ოდრი ჰეპბერნმა მოირგო. ის სპეციალურად ფილმისთვის, „საბრინა“ შეიქმნა.

გამორჩეული იყო ივანკასა და მისი მეუღლის, ჯა­რედ კუშ­ნერ­ის ცეკვა. წყვილი ერთმანეთს მზერას არ აშორებდა და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.

ვიდეო: უხერხული მომენტი ტრამპის ინაუგურაციაზე – ქერი ანდერვუდს სიმღერის შესრულება აკაპელით მოუხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები