ახალი ფრენები ანონსდება, ახალი ავიაკომპანიები შემოდიან ჩვენს ბაზარზე, – ამის შესახებ ნათია თურნავა აცხადებს. მისი თქმით, მაგალითად უკვე ცნობილია, რომ Oman Air, მნიშვნელოვანი არაბული სახელმწიფოს ავიაგადმზიდავი კომპანია შემოვა ჩვენს ქვეყანაში და დაიწყებს ფრენებს კვირაში რამდენიმე სიხშირით.
„ასევე, ივლისიდან უკვე დაბალბიუჯეტიანი, ევროპული კომპანია „ლუფტჰანზას“ შვილობილი კომპანია დაიწყებს კვირაში რამდენიმე სიხშირით ფრენას თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით. ასევე, პერმანენტულად შემოგვდის მოთხოვნა სხვადასხვა მოქმედი ავიაკომპანიისგან სიხშირის გაზრდაზე. ეს მთლიანობაში ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ის პროცესი, რაც დაწყებულია და ტურიზმის აღდგენა ჰქვია, გაგრძელდება და გაძლიერდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ, რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ საზღვრის კვეთა უფრო ეფექტური და კომფორტული გახდეს და მეტად დაეხმარონ ეკონომიკას.
