LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება მარგარეტ ტეტჩერის ჯავშნიანი ავტობუსი

557

ჯავშნიანი ავტობუსი, რომლითაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი ჩრდილოეთ ირლანდიაში მგზავრობისას გადაადგილდებოდა, გასაყიდად გაიტანეს. The Sun წერს, რომ ამჟამინდელ მფლობელს სურს მისგან 25 000 ფუნტი სტერლინგი მიიღოს, თუმცა, თავდაპირველად 5 მილიონი ღირდა.

სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 36 მგზავრის გადაყვანა შეეძლო, აღჭურვილია ტყვია და ხმა გაუმტარი კაფსულით. ავტობუსის მასა 17,5 ტონაა. ის აღჭურვილია 12 ლიტრიანი დიზელის ძრავით და 130 კმ/საათს ავითარებს.

ავტობუსის აღჭურვილობაში შედის ჰაერის მიწოდების ფილტრიანი სისტემა, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული დაბინძურებისგან იცავდა ავტობუსის სალონს. ასევე ავტობუსი გაუმტარი საბურავებით გადაადგილდებოდა.

ავტობუსი 1984 წელს ტეტჩერზე ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ბოევიკების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მალევე ააგეს. მოგვიანებით ავტობუსს ლონდონდერის აეროპორტიდან ბელფასტში ჯარისკაცების გადასაყვანად იყენებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები