LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო აღსარების გაყიდვის ფაქტები – ზესტაფონში მეუფის გადადგომას ითხოვენ

83

ზესტაფონში მრევლის ნაწილი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის გადადგომას ითხოვს. აქციის მონაწილეები მეუფის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები გაახმოვანეს.

ისინი იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომლებიც, მათი თქმით, ღვთისმსახურების ნორმებს ეწინააღმდეგება. მათ შორის არის ეპარქიაში მწუხრისა და ცისკრის გარეშე წირვების ჩატარება, ასევე, დარღვეულია აღსარების საიდუმლო.

აქციის მონაწილეები მეუფეს ეპარქიაში არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ეპარქიის დატოვებას ითხოვენ.

“მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე რისთვისაც გამოაგდეს დედოფლისწყაროდან, იგივეს აკეთებს აქ. სოფლების ტაძრებში შაბათობით არ ტარდება მწუხრისა და ცისკრის ლოცვები. იყო აღსარების გაყიდვის ორი ფაქტი. არ არსებობს სამრევლო საბჭოები. მეუფისგან ვითხოვთ რეაგირებას”, – ამბობს თეოლოგი კონსტანტინე ქათამაძე.

მეუფის რეზიდენციაში აქციის მონაწილეების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ბოლო ოთხ წელიწადში სამი მეუფე შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები