„ჯადოსნური ცხოველების“ მე-3 ნაწილის გადაღებები დაიწყო. ამის შესახებ მსახიობმა, ედი რედმეინმა თავად განაცხადა. მისი თქმით, გადაღებებმა სტარტი 2 კვირის წინ, ლონდონში აიღო. ფილმში რედმეინთან ერთად მონაწილოებას ჯონი დეპი, კეტრინ უოტერსონი, ჯუდ ლოუ და ეზრა მილერი მიიღებენ. ფილმის რეჟისორი დევიდ იეტსი იქნება. აღსანიშნავია, რომ სცენარის დაწერაში ჯოან როულინგიც იყო ჩართული.
„ეს სრულიად ახალი რამა არის, ხშირი ტესტირებები, პირბადეები… ყოველივე ამაზე ვდარდობდი, პირბადეების გამოყენებას ინტეგრაციაზე არ ემოქმედა, თუმცა ყველაფერი კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ედიმ.
ცნობისთვის, ფილმის სულ 5 ნაწილის გამოშვება იგეგმება. მესამე ნაწილის პრემიერა კი 2021 წლის 12 ნოემბერს შედგება.