LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაღმაიძე: ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ ამ ზეიმს

167
collage

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც “ოჯახის სიწმინდის დღეს” დაგეგმილ კონცერტში არ მონაწილე შემსრულებლების მიმართ აგრესიას გამოხატავენ.

“17 მაისს კონცერტში არ მონაწილეთა მიმართ ვხვდები ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ “სიწმინდის დამცველებს”. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ქრისტიანის მთავარი ნიშანი არის სიყვარული. ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ ამ ზეიმს. ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე. ნაცვლად ლოცვისა თქვენგან წყევლა და გინება თუ ისმის, ეს უკვე დამარცხებაა”, — წერს ჯაღმაიძე.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე “ოჯახის სიწმინდის დღედ” გამოაცხადა.

წელს ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან გალა კონცერტი. ბროშურაზე “ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა” ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კონცერტზე არ იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი შვიდკაცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები