LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover-ის ავტომობილები მფლობელს სახეზე იცნობენ

21

”Jaguar Land Rover”-ის გუნდმა დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც მფლობელებს გასაღების ტარების ვალდებულებას თავიდან აარიდებს. საუბარია სახის ამომცნობ სისტემაზე, რომელსაც ავტომობილის გვერდებზე განთავსებული კამერები მოახერხებენ.

საპატენტო დოკუმენტების მიხედვით, სისტემის ფუნქციონირებას ორი კამერა უზრუნველყოფს. ისინი ”ხედავენ” სივრცეს არა მხოლოდ მათ წინ, არამედ გვერდებზეც და ამოცნობას ორ ეტაპად ახორციელებენ: ავტომობილისკენ მიმავალი ადამიანის დინამიური გამოსახულების ჩაწერისა და უშუალოდ კართან გაკეთებული სტერეოსკოპიური ფოტოს გადაღების შედეგად.

დინამიური და სტატიკური ფოტოების შედარება ხდება იმ გამოსახულებებთან, რაც თავად ავტომობილის მეხსიერებაშია შენახული. თუკი სისტემა მფლობელს, ან ბაზაში შენახულ რომელიმე პირს ამოიცნობს, კარი გასაღების გამოყენების გარეშე გაიღება.

სავარაუდოდ, ტექნოლოგია JLR-ს შეუძლია მძღოლს არა მხოლოდ გასაღების ტარების აუცილებლობა აარიდოს, არამედ მოპარვის რისკიც შეამციროს.

Jaguar Land Rover-ში ამ მომენტისთვის ასევე ამზადებენ ავტოპილოტს, რომელიც უგზოობისთვის არის განკუთვნილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები