კომპანია Jaguar-მა სედან XJ-ის სპეციალური მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომელიც მოდელის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. სიახლის პრემიერა პეკინის მოტორშოუზე შედგა.
სპეცვერსია ჩვეულებრივი Jaguar XJ-სგან Autobiography-ს მოდიფიკაციის ბამპერით, 20 დიუიმიანი განსაკუთრებული დიზაინის ბორბლებით, რადიატორის შავი ჩარჩოთი და სხვა დეტალებით განსხვავდება.
სალონში სავარძლებზე შემოკრული ტყავი რომბისებური ნაკერებით არის გადაწყვეტილი. თავის მისადებებზე კი Jaguar-ის ლოგოტიპებია დატანილი.
სიახლე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი, ისე დაგრძელებული ვერსიით. სედანის შეკვეთა შესაძლებელია 340 ცხენის ძალის მქონე სამ ლიტრიანი ბენზინის ძრავით, ან 300 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით.
დიდ ბრიტანეთში Jaguar XJ50-ის ფასი 74 000 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.
ბრიტანული მარკის პირველი სედანი დასახელებით XJ 1968 წელს გამოჩნდა. მალე ის მსოფლიოში პირველი ოთხ კარიანი სერიული მოდელი გახდა 12 ცილინდრიანი ძრავით. ავტომობილს 225 კილომეტრ/საათის განვითარება შეეძლო – იმ დროს ის ყველა დანარჩენ სედანზე სწრაფი იყო.