LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი ”ფრესკოზე”: დადასტურდა თუ არა ”მონობა” სუპერმარკეტში?

91

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოსთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აკეთებს. მინისტრი ამბობს, რომ ”ფრესკოში” შრომის პირობების დარღვევის ფაქტები არ დადასტურდა.

”სათხოვარი მექნება – თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით. ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელსაც უნდა ვუმატოთ და ვუმატოთ თანამშრომლები და იარონ, როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. მაგალითად, გუშინდელი შემთხვევა, „ფრესკოში“, რომელმაც დაგვაინტერესა და ვნახეთ – არ დადასტურდა. არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რას აკეთებს და მოქმედების რა არეალი აქვს შრომის ინსპექციას. მისივე განმარტებით, შრომის ინსპექციის მანდატია ტრეფიკინგისგან დაცვა და შრომის პირობების სისტემური ხარვეზების მონიტორინგი.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ”ფრესკოს” თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და “თანამედროვე მონობაზე” საუბრობდნენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ”ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ზეწოლაზე მიუთითებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g