LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

478
ჯანდაცვის მინისტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა, რომელმაც  საერთაშორისო აკრედიტაციაა მოიპოვა და  Joint Commission International-ის (JCI) აკრედიტებული მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა.

მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერა, შემდეგ კი საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად განხორციელებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლინიკის მიერ, JCI აკრედიტაციის მოპოვება,  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიახლე პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველსაყოფის გარანტიაა, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სპეციალურად მოწვეული, სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. 

magti 5g