LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: მომდევნო თვიდან დაიწყება ვაქცინაციის კამპანია, რომლის მიზანია წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 70 პროცენტის მოცვა

87
1643018045-ზურაბ-აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვაქცინაციის მეოთხე დოზასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის უწყებას იმუნიზაციის საბჭოსგან ჯერ რეკომენდაცია არ მიუღია.

ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე – „იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება საკითხი, რომ შესაძლებელია, საჭირო გახდეს ვაქცინაციის მეოთხე დოზა ან რჩევა მისცეთ მოსახლეობას. დაგვიდასტურებთ თუ არა ინფორმაციას,“ აზარაშვილმა უპასუხა, რომ იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ შტამის, ვირუსის მიმდინარეობას და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხზეც იმსჯელებს.

„ბოლო ერთ თვეზე მეტია, ვაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად დასტაბილურებულია. რამდენიმე კვირაა, მინიმუმამდეა დაყვანილი ინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე მკვეთრად შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა.

74 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ შტამის, ვირუსის მიმდინარეობას. საბჭოდან თუ იქნება ამისი რეკომენდაცია, შემდეგ უკვე სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია ჩვენთან არ არის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მომდევნო თვიდან დაიწყება ვაქცინაციის კამპანია, რომლის მიზანია წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 70 პროცენტის მოცვა.

„ვამზადებთ საკომუნიკაციო კამპანიას. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე აცრებით 70 პროცენტამდე მოცვაა გათვალისწინებული. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ.“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამყრელიძე: იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს, მაგრამ თუ მას „ბუსტერით“ არ გავაძლიერებთ, 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები