LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

161
ing (1)

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია – პიკი იანვრის ბოლოსკენ იქნება, ამიტომ ვინც აცრილი არ არის, მოვუწოდებდი ყველამ გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს“ – მაია ჩხაიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კლინიკები  გადავსებული არ არის და ამ კუთხით არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს:

„კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და სამინისტრო მოსახლეობას  სხვადასხვა კამპანიით აქტიურად მოუწოდებდა, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა.

დღეს რაც ხდება, ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის.

ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერს განსაკუთრებულს, ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები