LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაუმჯობესების მიზნით მუშაობას აგრძელებს“ – ჯანდაცვის სამინისტრო

857
მიხეილ სარჯველაძე

„ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაუმჯობესების მიზნით მუშაობას აგრძელებს“ – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს, ტეოდორიკო ნანის, მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის პროფესორსა და პედიატრიული დეპარტამენტის დირექტორს, ანდრეა ბიონდის, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან, დავით მექვაბიშვილს შეხვდა.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების შესაძლებლობები და იტალიურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო გამოცდილების გაზიარებას, კლინიკური პროტოკოლების განვითარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში სისტემური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მხარეები გრძელვადიან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რაც მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სისტემური თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g