LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანელიძე: “მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული”

42

მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე აკვირდებით პროცესის მიმდინარეობას. “სამწუხაროა, რომ ინდივიდუალურად არ ხდება მსჯელობა, რასაც ჩვენ ვამჩნევთ, მაშინ როცა საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. ველით, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებების მიხედვით და ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად.  ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა დღეს განიცდის მნიშვნელოვან და მძიმე დატვირთვას მიგრაციის საკითხებიდან გამომდინარე, მაგრამ,  საქართველოსთან და მის ვიზალიბერალიზაციის პროცესთან ამის დაკავშირება არ არის რელევანტური, რადგან საქართველომ ყველა მიმართულებით შეასრულა თავისი ვალდებულება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g