ჯანეტ ჯექსონი ვაჟიშვილთან ერთად საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩნდება. გუშინ პაპარაცებმა დედა-შვილი დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს.
51 წლის ვარსკვლავი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა – ცნობილია, რომ მშობიარობის შემდეგ მან უკვე 30 კილოგრამის დაკლება მოახერხა. ინსაიდერის თქმით, ჯანეტი ცდილობს, საკუთარი შვილი თავად გაზარდოს, ამიტომ თავისუფალი დროს სულ მის გვერდით ატარებს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი დედა მიმდინარე წლის იანვარში, 50 წლის ასაკში გახდა. მალევე, ამ ფაქტის შემდეგ ის მეუღლეს, ყატარელ მილიონერს, ვისამ ალ-მანას დაშორდა. ამჟამად ჯექსონი ბავშვზე მეურვეობის მოპოვებისთვის იბრძვის.