LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმომ ჩინეთს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

58
BeFunky-collage (1)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, ჩინეთმა მალარიის ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას მძიმე შრომის შედეგად მიაღწია.

„ამ აღიარებით, ჩინეთი მიუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ახდენენ დემონსტრირებას, რომ მათი მომავალი მალარიისგან თავისუფალია“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჩინეთი მე-40 ქვეყანა გახდა, რომელიც მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადეს.

მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი 2021 წელს სალვადორს, 2019 წელს არგენტინას, ხოლო 2018 წელს უზბეკეთს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები