LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსაღი სახის კანის საიდუმლო – სამი აუცილებელი რეკომენდაცია დერმატო-ვენეროლოგ ნათია თოდუასგან

222
ნათია-თოდუა

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კანი გამოიყურებოდეს ჯანსაღად, ჯანმრთელად და რომ შევანელოთ დაბერების პროცესი. ამ თემაზე  გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „თოდუას კლინიკის“ დერმატო-ვენეროლოგმა, ნათია თოდუამ ისაუბრა:

„ავიღოთ კანის 2 ძირითადი ტიპი, ცხიმიანი და მშრალი. ცხიმიანი კანის შემთხვევაში გვაქვს ის პლუსი, რომ დანაოჭება შედარებით გვიან ხდება, თუმცა გრავიტაციის ძალით ნელ-ნელა უფრო ეშვება და მძიმდება კანი. მშრალი კანის შემთხვევაში ეს უკანასკნელი ნაკლებად გვემუქრება, მაგრამ ხდება წვრილ-წვრილი დანაოჭება.

სახის კანის მოვლის ძირითადი ეტაპებია, სახის კანის გაწმენდა, დატენიანება და მზისგან დამცავი საცხის გამოყენება. მშრალი ტიპის კანის შემთხვევაში სასურველია ჩავრთოთ შრატიც, რადგან როგორც სასუქი ისე მოქმედებს შრატი მშრალი ტიპის კანზე. უმნიშვნელოვანესია დატენიანება. სასურველია C ვიტამინის, მზისგან დამცავის და რეტინოლის გამოყენება, ეს ჯანსაღი დაბერების სამი კომპონენტია. დანარჩენი პროდუქტები, იქნება ეს ტონერი, შრატები თუ სხვა, ადამიანის სურვილზე და კანის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცხიმიან კანს ძალიან უყვარს სალიცილის შემცველი შრატები, რადგან სალიცილის მჟავას ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ძალიან კარგად გადის ცხიმოვან ბარიერს და კარგად შედის კანის შრეში. ყველა ტიპის კანს თავისი მახასიათებელი აქვს. კომბინირებული კანის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა შევარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოერევა ასეთი შერეული, შერწყმული ტიპის კანის ზედაპირს. ცხიმიანი კანი თუ აკნესკენ ან გამონაყარისკენ არის მიდრეკილი, მსუყე დამატენიანებლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ცხიმზე ცხიმის დამატება აფეთქებს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიხმაროთ კარგი ბრენდის, კარგი ქვეყნის მიერ გამოშვებული ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი. ახლა უკვე გვაქვს იმის ფუფუნება და კონკრეტულად აკნეს მქონე პაციენტებისთვის არის შექმნილი სხვადასხვა პროდუქცია და უმჯობესია, რომ ამ ხაზის პროდუქცია გამოვიყენოთ, რომ ზედმეტად არ გავაღიზიანოთ კანი და ზედმეტი მოვლით პირიქით არ გავაუარესოთ მდგომარეობა. მე ყოველთვის მაინც ელემენტარული ძალიან მარტივი საფეხურების მომხრე ვარ.

თმის ცვენა – რა იწვევს, როდის არის ნორმა და რა ვუშველოთ – ნათია თოდუას რეკომენდაციები

აღსანიშნავია, რომ წლის ნებისმიერ დროს ჩვენი დღის რუტინა მზისგან დამცავი საცხით უნდა სრულდებოდეს. სხვადასხვა პრობლემის შემთხვევაში სხვადასხვაა მიდგომაც, მაგალითად, ასაკში ინიექციურ პროცედურებსაც მივმართავთ, რომ უფრო კარგად მოხდეს დატენიანება, რადგან კრემს ყოველთვის არ შეუძლია ისე დაატენიანოს სახის კანი, როგორც სხვადასხვა ინიექციებს. მართალია, დღეს ქალბატონები ძალიან გათვითცნობიერებულები არიან ამ საკითხში, მაგრამ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალის აზრი“ – განაცხდაა ნათია თოდუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები