LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერი დრიუ ბერიმორის პრინტიან მაისურებს გამოუშვებს (ფოტო)

142
3910ca39343930ebbeefe05b5ed21281

ჯასტინ ბიბერმა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის – Drew House ახალი კოლექციის გამოსვლის შესახებ განაცხადა. მაისურების კოლექცია დრიუ ბერიმორთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ჯასტინ ბიბერმა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვა (ფოტო)

გაირკვა, რომ შორტების, ჰუდების, შარვლების, მაისურებისა და პერანგების კაპსულა, ამ დროისთვის სრულად გაყიდულია, რაც ლეიბლის წარმატებაზე აქედანვე მიანიშნებს.

44 წლის ამერიკელმა მსახიობმა ,,ინსტაგრამზე”, 25 წლის მომღერლის ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე, ახალგაზრდა ვარსკვლავი ბერიმორის გამოსახულებიანი მაისურით პოზირებს.

აღსანიშნავია, რომ მაისურს, რომელიც კანადელ შემსრულებელს აცვია, 1982 წლის კინოსურათში – ,,უცხოპლანეტელი”, დრიუს განსახიერებული პერსონაჟის, გერტის პრინტი ამშვენებს.

მაისურების ფასი და გაყიდვაში ჩაშვების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

 

View this post on Instagram

 

Drew ❤ @drewhouse

A post shared by Drew Barrymore (@drewbarrymore) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები