LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა ტურნე სელენა გომესის გამო შეწყვიტა

84

რამდენიმე დღის წინ, ჯასტინ ბიბერმა მსოფლიო ტურნეს Purpose World Tour ფარგლებში დარჩენილი 14 კონცერტი გააუქმა. მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა. რეალური მიზეზის შესახებ მომღერალმა მხოლოდ გუშინ ისაუბრა და თავისი ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში განმარტა.

მასში ბიბერმა მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა თაყვანისმცემლებს შეწყვეტილი ტურნეს გამო.

„წლების მატება ჩემთვის არც ისე მარტივი გამოცდილებაა. ჩემს კომპლექსებს ნება მივეცი, საუკეთესო აეღოთ, ხოლო შეუმდგარი ურთიერთობები მუდმივად მკარნახობენ ადამიანებთან ურთიერთობებს. ცუდ მხარეს, ეჭვიანობას და შიშს მივეცი უფლება, ჩემი ცხოვრება მართოს. უზომოდ მადლიერი ვარ მათი, ვინც ეს წლები მეხმარებოდა საკუთარი თავი მეპოვა. წარსულის შეცდომები ვეღარ მიკარნახებენ, როგორ ავაგო ახალი ურთიერთობები. მე არ ვარ იდეალური და შეცდომებს კიდევ დავუშვებ, მაგრამ ისინი ჩემზე გავლენას ვეღარ მოახდენენ“ – დაწერა მომღერალმა „ინსტაგრამზე“.

თაყვანისმცემლებმა მაშინვე ჩათვალეს, რომ ძველ შეცდომებში ბიბერი სელენა გომესს გულისხმობდა, რაც სიმართლესთან საკმაოდ ახლოს არის, რადგან ჯასტინს დაშორების შემდეგაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უყვარდა გომესი.

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები