LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ვნებანი და ვარსკვლავები არტისტის ახალი დისკის პრეზენტაციაზე

162
photo-collage.png (47)

11 ივნისს, ჯასტინ ბიბერმა ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად ახალი დისკი გამოუშვა. Swag – ასე ჰქვია არტისტის მეშვიდე სტუდიურ ალბომს, რომელიც გაყიდვაში დაანონსებიდან ერთ საათში ჩაეშვა.

აღსანიშნავია, რომ ფირფიტით ჯეი ბიმ ბოლო დროს მის გარშემო არსებულ მთავარ თემებსა და სპეკულაციებს, მათ შორის ქორწინების, მამობის, მენტალური ჯანმრთელობისა  და სხვა საკითხებს უპასუხა.

საინტერესო აღმოჩნდა მომღერლის უახლესი ჩანაწერის გარეკანიც, რომელზეც ის მეუღლესთან, ჰეილისთან და ვაჟთან, ჯეკ ბლუზთან ერთადაა აღბეჭდილი.

მსმენელისთვის და საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოდ ის ტრეკები იქცა, რომლებშიც ჯეი ბი ცოლზე მღერის. ის მისადმი ერთგულებას უსვამს ხაზს და ასევე ამხნევებს, რომ მისგან წასვლას არ აპირებს.

ახალი მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია ახლახან შემსრულებელმა ,,სფოთიფაისთვის” გამართა. მასშტაბურ ღონისძიებას კენდალ ჯენერი, მედისონ ბეარი, ჯონ მეიერი, Gunna, the Kid Laroi და სხვა ვარსკვლავები დაესწრნენ.

საღამოდან ქსელში ჯასტინისა და ჰეილის ვნებიანი ფოტოები გავრცელდა, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წყვილი ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრობს და არანაირი კონფლიქტი არ აქვს.

https://www.youtube.com/watch?v=Y2Hr8crhBY0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები