LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep და Ford აშშ-ს ყველაზე პატრიოტული ბრენდებია

45
jeep

ამერიკული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგის შედგენისას სტატისტიკური სააგენტოს Brand Keys-ს სპეციალისტებმა ის კომპანიები გამოავლინეს, რომელიც ამერიკულ „პატრიოტიზმს“ ყველაზე კარგად გამოხატავს. ყველაზე პატრიოტულ კომპანიათა სიაში ავტომწარმოებლებიც მოხვდნენ. თანაც სიის სათავეში უკვე მრავალი წელია ერთი და იგივე ფირმა ექცევა.

ამერიკელებისთვის პატრიოტიზმს Jeep გამოხატავს, თანაც უკვე 19 წელია. რესპონდენტთა აზრით, ეს კომპანია სიტყვა პატრიოტიზმის საუკეთესო ილუსტრაციაა. გამოკითხვაში 16-65 წლის 5804 ადამიანი მონაწილეობდა.

გარდა „ჯიპისა“ პატრიოტულ საავტომობილო ბრენდთა შორის დასახელდა Ford (მესამე ადგილი) და Tesla, რომელმაც 30-ე პოზიცია დაიკავა.

გარდა ამისა, აშშ-ს მოსახლეობის აზრით პატრიოტიზმს გამოხატავს ასევე ბრენდი Harley-Davidson, რომელიც მთელს მსოფლიოში მოტოციკლეტების გამოშვებითაა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები